ტრამპი აშშ-ის გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონთან და სხვა „დემოკრატებთან“
დონალდ ტრამპი გენერალურ პროკურორს სთხოვს, გამოიძიოს ჯეფრი ეპშტეინის კავშირები ბილ კლინტონთან და სხვა დემოკრატებთან. “ვთხოვ გენერალურ პროკურორ პემ ბონდის, იუსტიციის დეპარტამენტს და ჩვენს დიდებულ პატრიოტებს გამოძიების ფედერალურ ბიუროში, გამოიძიონ ჯეფრი ეპშტეინის ურთიერთობები ბილ კლინტონთან, ლარი სამერსთან, რიდ ჰოფმანთან, ბანკ „ჯეი ფი მორგან ჩეისთან“ და მრავალ სხვა ადამიანსა და ინსტიტუტთან, რათა გაირკვეს, თუ რა ხდებოდა მათ შორის“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს სექსუალურ სკანდალში მხილებული მილიარდერის, ჯეფრი ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. ერთ-ერთ წერილში, რომელიც 2011 წლით თარიღდება, ეპშტეინი წერს, რომ ტრამპი მის სახლში დიდ დროს ატარებს სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლთან ერთად
