აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. მიზეზი კიევში აზერბაიჯანის საელჩოზე განხორციელებული თავდასხმა გახდა. „რუსულ მხარეს შეატყობინეს, რომ აფეთქებამ გამოიწვია საელჩოს პერიმეტრის კედლის ნაწილის დანგრევა, სტრუქტურების, სამსახურებრივი მანქანების, ადმინისტრაციული შენობის, საელჩოს საკონსულო სექციის და დიპლომატიური მისიის შენობის სერიოზული დაზიანება. დიპლომატიურ მისიებზე მსგავსი დარტყმები მიუღებელია. რუსულმა მხარემ საკითხზე შესაბამისი გამოძიება უნდა ჩაატაროს და დეტალური ახსნა მოგვაწოდოს“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში
