კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, თავდასხმას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავდა 36. რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს რაკეტებითა და დრონებით 14 ნოემბერს შეუტიეს, რის შედეგადაც 30-მდე მრავალსართულიანი კორპუსი დაზიანდა
