იტალიის ვიცე-პრემიერი: უკრაინისთვის მეტი დახმარების გადაცემა რუსეთთან ომს არ დაასრულებს და შესაძლოა კორუფცია გააღვივოს
უკრაინისთვის მეტი დახმარების გადაცემა რუსეთთან ომს არ დაასრულებს და შესაძლოა კორუფცია გააღვივოს. ასე გამოეხმაურა იტალიის ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი უკრაინაში გამოვლენილ კორუფციულ სკანდალს. მისი თქმით, უკრაინის მთავრობა კორუფციაშია გახვეული და იტალიელი პენსიონერების ფული კორუფციის ასაყვავებლად არ უნდა იქნას გამოყენებული
