ლაგოდეხში მსოფლიო სიკეთის დღე აღნიშნეს
ლაგოდეხში მსოფლიო სიკეთის დღე აღნიშნეს. ღონისძიებაზე მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს უმასპინძლეს. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები. ხანდაზმულებმა ახალგაზრდებისთვის სიკეთის შესახებ ჩანაწერები გააკეთეს, რომელიც „სიკეთის ხეზე“ ჩამოკიდეს. ლაგოდეხის მერმა სტუმრებს, სიმბოლური საჩუქრები და ტკბილეული გადასცა
