რუსთავის მერიამ საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა
რუსთავის მერიამ, საკრებულოს 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა. ისევ ზრდის დინამიკაა, რომელიც რუსთავს გასული 4 წლის განმავლობაში ჰქონდა. წლის დასაწყისისთვის, მთავარი ფინანსური დოკუმენტის საწყისი პარამეტრები, 172 მილიონ 631 084 ლარითაა განსაზღვრული. პრიორიტეტი ინფრასტრუქტურის მოწყობა, ავარიული შენობების რეაბილიტაცია და ქალაქის შიდასაუბნო სივრცეების განვითარებაა. გაგრძელდება უკვე დაწყებული მსხვილი პროექტები. ასევე დაიწყება ფალიაშვილის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და სანაპიროს ქუჩების რეაბილიტაცია. დაგეგმილია მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის ახალი ეტაპი, გრძელდება ახალი ლიფტების და კორპუსების კეთილმოწყობა. არსებულ 34 სოციალურ პროგრამას, ახალი მიმართულებები ემატება. სიახლეებია დაგეგმილი სპორტული, ახალგაზრდული, კულტურული პროექტების, განათლების ხელშეწყობის მიმართულებით. ბიუჯეტის პროექტის განხილვები, საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში, მომდევნო დღეებში დაიწყება
