საქართველოს განათლების მინისტრს, ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა
საქართველოს განათლების მინისტრს, ჩინეთის განათლების მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. გივი მიქანაძემ და ჟენ იოუცუნმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს. ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე. გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიწყება განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა. შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადებას, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებას და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას. მომავალი წლიდან ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს
