ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე ძიძა დააკავა პოლიციამ
ბავშვის მიმართ ძალადობის ფაქტზე, ძიძა დააკავა პოლიციამ. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება
