„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა
„მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალი აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გახსნა. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იქმნება ამბიციური და მომავალზე ორიენტირებული ჩარჩო, ხელისუფლების მიზანი კი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაა. მინისტრის განცხადებით, მინისტერიალი ოთხი პარტნიორი ქვეყნის საერთო ხედვის - დაკავშირებული, მდგრადი და ენერგეტიკულად უსაფრთხო მომავლის შექმნის მნიშვნელოვანი პლატფორმაა. ეს ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და გრძელვადიანი მდგრადობის საფუძველია, რომელიც შექმნის ახალ, სუფთა ენერგიის გადაცემის მარშრუტს სამხრეთ კავკასიასა და ევროპას შორის. მინისტერიალზე მხარეებმა წყალქვეშა კაბელისა და მწვანე კორიდორის პროექტების სამომავლო კოორდინაციის საკითხები, ასევე შეთანხმების ფარგლებში შექმნილი ერთობლივი საწარმოს საქმიანობის ანგარიში განიხილეს. როგორც აღინიშნა, საქართველო სანდო და პროაქტიული პარტნიორია მწვანე ენერგეტიკული დერეფნის შეთანხმების განხორციელებაში და მტკიცედ უჭერს მხარს აღნიშნული დერეფნის ხედვას, რასაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროპულ მწვანე შეთანხმებასა და სათბურის გაზების ემისიების შემცირების საერთო მიზნების მიღწევაში. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ხელისუფლების მიზანია, განახლებადი ენერგიის გამომუშავების სიმძლავრით, მათ შორის ქარისა და მზის ენერგეტიკული პროექტებით, უკვე კარგად ჩამოყალიბებულ ჰიდროენერგეტიკულ ბაზასთან ერთად, საქართველო განახლებადი ენერგიის რეგიონული ცენტრი გახდეს
