ევროპელი პარტნიორები უკრაინისგან კორუფციასთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვენ
ევროპელი პარტნიორები უკრაინისგან კორუფციასთან დაკავშირებით პასუხებს ითხოვენ. „პოლიტიკოს“ ცნობით, 100-მილიონიანი კორუფციული სქემის გამოვლენის შემდეგ, უკრაინის მოკავშირეები სერიოზულად შეშფოთებულები არიან ამ ფაქტით და კიევისგან გარანტიების მიღება სურთ იმასთან დაკავშირებით, თუ რისთვის იხარჯება მათ მიერ გამოყოფილი მილიარდობით ევრო.
