განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩინელი კოლეგის მიწვევით, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ჩინელი კოლეგის მიწვევით, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. კონფერენცია პეკინში იმართება. გივი მიქანაძემ საქართველოს განათლების სისტემის რეფორმა, დანერგილი სიახლეები და ჩინური ენის სწავლების ხელშეწყობა განიხილა.
