ამერიკის გენერალური პროკურატურა და გამოძიების ფედერალური ბიურო პოლიტიკური ძალადობის მორიგ შემთხვევას იძიებენ
იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, უცნობმა მამაკაცმა ნიუ ჯერსის ოლქის მოქმედ პროკურორზე - ალინა ჰაბაზე თავდასხმა სცადა, მის ოფისში ინფრასტრუქტურა გაანადგურა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ინციდენტის დროს პროკურორი არ დაშავებულა. თავად ალინა ჰაბა აცხადებს, რომ რადიკალი შეშლილების სამიზნე გახდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კეშ პატელი და გენერალური პროკურორი პემ ბონდი აცხადებენ, რომ საჯარო მოხელეებზე ძალადობის ფაქტს არ დაუშვებენ, ეს თავდამსხმელი კი უკვე იდენტიფიცირებულია.
