ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 ადამიანი დააკავეს
უმრავლესობა ნარკორეალიზატორია – ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
