ევროპარლამენტართა ნაწილი კიევისთვის დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს
მწვავე განცხადებები ავსტრიის თავისუფლების პარტიის წარმომადგენელმა ჰერალდ ვილიმსკიმ და ჩეხმა დეპუტატმა ონდრეი დოსტალმა გააკეთეს. მათი თქმით, უკრაინის სახელმწიფო კომპანია „ენერგოატომში“ გამოვლენილი კორუფციული სქემა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ უკრაინაში კორუფცია ყვავის, ბრიუსელიდან კი კიევში მილიარდები გაედინება, რაც უნდა შეჩერდეს.
