სურსათის ეროვნული სააგენტო სკოლების, სკოლამდელი აღზრდის და მიმდებარედ არსებულ კვების ობიექტებს ამოწმებს
სახელმწიფო კონტროლი ტარდება როგორც საცხობებში, ასევე მიმდებარე მარკეტებში, რომელთა მომხმარებლები ხშირად მოსწავლეები არიან. სააგენტოს ინსპექტორები ამოწმებენ ობიექტების სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობებს, ვადებსა და სურსათის უვნებლობის სხვა მოთხოვნებს.
