დაბრუნება საკანში
პაციენტი გაწერილია - დემენციისგან განკურნების სასწაულის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი ციხეში დააბრუნეს. გადაწყვეტილების მიზეზი, კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა განმარტა - პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაციონარში ყოფნის კრიტერიუმებს არ შეესაბამებოდა. თავად მსჯავრდებულმა უკვე ციხიდან სცადა ის, რასაც თითქმის ოთხი წლის განმავლობაში „ვივამედიდან“ ცდილობდა. პოლიტიკური პერფორმანსი არც ამჯერად შედგა. ყოფილი პაციენტის ეტაპირება მისმა პარტიამ უჩვეულოდ მშვიდად მიიღო და მხოლოდ პარტიის ოფისში გაკეთებული განცხადებით შემოიფარგლნენ. დღის ბოლოს კი, სააკაშვილმა ვოლოდიმირ ზელენსკის სახელზე მიმართვა გაავრცელა და უკრაინის პრეზიდენტს ომის სამოქალაქო ტყვეთა სიაში ჩასმა სთხოვა
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
