უკრაინაში კორუფციული სკანდალის მიუხედავად, ევროკავშირი კიევის მხარდაჭერის გაგრძელებას ემხრობა
უკრაინაში კორუფციული სკანდალის მიუხედავად, ევროკავშირი კიევის მხარდაჭერის გაგრძელებას ემხრობა. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირმა უკრაინას ფინანსური საჭიროებებისთვის ექვსი მილიარდი ევრო გადაურიცხა. თანხა დასავლეთში გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული მოგების ნაწილია. ევროკავშირის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების ნაწილი ამბობს, რომ უკრაინამ კორუფციასთან ბრძოლა უნდა გააგრძელოს და კორუფციულმა სკანდალმა მოკავშირეების მხარდაჭერაზე გავლენა არ უნდა იქონიოს. ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა კაია კალასმა კი, უკრაინის კორუფციულ სკანდალს უკიდურესად სამწუხარო ფაქტი უწოდა და კიევს კორუფციასთან ბრძოლისკენ მოუწოდა
