მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტით გაიზარდა და 20 მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტით გაიზარდა და 20 მილიარდ 800 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა. წინასწარი მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გაავრცელა. საქსტატის ცნობით, 6.8 პროცენტით გაიზარდა ექსპორტი, ხოლო იმპორტი თითქმის 15 მილიარდი აშშ დოლარი დაფიქსირდა
