ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდზე, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა
ე.წ. ჩორჩანის ეპიზოდზე, გიორგი გახარიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა. პროკურორის განმარტებით, გიორგი გახარიას მხრიდან არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე, მიმალვის საფრთხე.რაც შეეხება დაცვის მხარეს, ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობა დააყენეს. დღესვე 20:00 საათზე სასამართლო იმსჯელებს 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების საქმეზე
