3-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშოების შემდეგ, თურქული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედროს ცხედარი ნაპოვნია
3-დღიანი სამძებრო-სამაშველო სამუშოების შემდეგ, თურქული C-130 ტიპის სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ოცივე სამხედროს ცხედარი ნაპოვნია. ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, შესაბამისად, შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. პროცესში ჩართულია თურქული მხარეც. თურქეთის სამხედრო თვითმფრინავმა, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით მიფრინავდა, 11 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე, ავიაკატასტროფა განიცადა
