ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქცია პატრიოტები ევროპისთვის, ბრიუსელს ძალაუფლების ცენტრალიზებასა და წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტის ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს
ევროპარლამენტარები მწვავედ აკრიტიკებენ ევროკომისიის მიერ ინიცირებულ ახალ სტრატეგიას სახელად „დემოკრატიის ფარი“. ევროპელი პატრიოტების თქმით, ეს ინიციატივა ქმნის ბრიუსელის მიერ წევრი სახელმწიფოების მედიაში, მაუწყებლობასა და საარჩევნო სისტემებში პოლიტიკური ჩარევის მაღალ რისკს. თავად ევროკომისიის განცხადებაში კი ნათქვამია, რომ დემოკრატიის ფარი დაიცავს დემოკრატიული სისტემების მთავარ ღირებულებებს.
