უნგრეთის პრემიერ მინისტრის განცხადებით, უკრაინაში მოქმედებს ომის მაფია, რომელსაც პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან კავშირები აქვს
ვიქტორ ორბანის თქმით, ბრიუსელის ელიტა ევროპელი ხალხის ფულს დებს იმ ქვეყანაში, სადაც ფრონტის ხაზისთვის განკუთვნილი სახსრები ომის მაფიის ხელში ხვდება. უნგრეთის პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ ამ სიგიჟეში მონაწილეობას არ მიიღებს, არ დანებდება უკრაინის პრეზიდენტის ფინანსურ შანტაჟს და არ გაგზავნის კიევში უნგრელი ხალხის ფულს.
