საქართველო ჩინეთთან სამოქალაქო ავიაციის სექტორში თანამშრომლობას აღრმავებს
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს დელეგაციის ვიზიტისას, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობდა, ხელი მოეწერა ორ ქვეყანას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს,რომლის თანახმადაც, ორივე მხარე მზადყოფნას გამოთქვამს ხელი შეუწყონ „საჰაერო აბრეშუმის გზის“ განვითარებას, რაც მიზნად ისახავს საჰაერო სატრანსპორტო დერეფნების ჩამოყალიბებას, ორი ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სფეროებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებით.
