რამდენიმე წუთში თბილისის საქალაქო სასამართლო გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
საქმე ეხება ჩორჩანის ეპიზოდს. გახარიას ბრალი ორ საქმეზე წარედგინა, კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე. სამართლებრივ საქმეზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება.
