განცხადება, რომელიც პოლიტიკური დღის წესრიგით არის ნაკარნახევი - ასეთია მმართველი გუნდის შეფასება საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებაზე
პაველ ჰერჩინსკიმ თქვა, რომ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირის გაფართოების გზაზე, საქართველოზე წინ არიან. ელჩის ეს განცხადება ეწინააღმდეგება ევროკომისიის ანგარიშებს,მათ შორის კორუფციის აღქმის ინდექსთან დაკავშირებით , სადაც საქართველო მოლდოვასა და უკრაინაზე მნიშვნელოვნად წინ არის. ამ ყველაფრის ფონზე, "ქართულ ოცნებაში" ელჩის განცხადებას უარგუმენტოს და უსაფუძვლოს უწოდებენ.
