რუმინეთის დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
ბუქარესტის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა პრემიერ ბოლოჟანის მიერ ინიცირებული ხისტი ეკონომიკური ზომები გააპროტესტა, რაც გადასახადების გაზრდასა და ხარჯების შემცირებას ითვალისწინებს. ამ გზით, რუმინეთის მთავრობა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებას ცდილობს, რომელმაც გასულ წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 9%-ი შეადგინა.
