უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ გახსნილ კორუფციულ დანაშაულზე პირველი კომენტარი გააკეთა
როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, ქვეყანაში შექმნილი ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, ენერგეტიკულ სექტორში კორუფციული სქემები ყოვლად მიუღებელია. უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ მასშტაბური კორუფციული საქმის გახსნის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. საქმე ეხება უკრაინის სახელმწიფო კომპანიის, „ენერგოატომის“ თანხების გაფლანგვას. მომხდართან დაკავშირებით თანამდებობა დატოვეს იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრებმა. კორუფციული სქემის ფიგურანტია ზელენსკის ახლო მეგობარი ტიმურ მინდიჩიც, რომელმაც ქვეყანა უკვე დატოვა.
