საქართველოს პრეზიდენტი თურქ კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და მიუსამძიმრა
ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც, სადაც ნათქვამია რომ ერდოღანმა ქართველ კოლეგას, მიმდინარე სამუშაოებში თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. თვითმფრინავის ერთი მგზავრის სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე გრძელდება. როგორც ცნობილია, ბორტზე 20 თურქი სამხედრო იმყოფებოდა. მათგან 19-ის ცხედარი ნაპოვნია. აღმოჩენილია თურქული სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის შავი ყუთიც.
