ღვინის ეროვნული სააგენტო, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მეღვინის, ვაჟა მამაიაშვილის გარდაცვალების გამო
ღვინის ეროვნული სააგენტო, მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი მეღვინის, ვაჟა მამაიაშვილის გარდაცვალების გამო. ვაჟა მამაიაშვილი იყო ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო ექსპერტი. მონაწილეობდა არაერთ გამოფენასა და კონფერენციაში, გამოქვეყნებული აქვს 29 მეცნიერული ნაშრომი. ღვინის ეროვნული სააგენტო თანაუგრძნობს ოჯახს, მეგობრებსა და მეღვინეობის დარგის წარმომადგენლებს.
