პროკურატურამ გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო
პროკურატურამ გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. საქმე ეხება 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანის ეპიზოდებს. კერძოდ, პარლამენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზების და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებს.
