ბერკლის კალიფორნიის უნივერსიტეტთან ანტიფას მიერ კონსერვატორი აქტივისტების წინააღმდეგ გამართულ პროტესტს, რომელიც სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობაში გადაიზარდა, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტი გამოიძიებს
გენერალური პროკურორი განცხადებით, ანტიფა შეერთებული შტატებისთვის ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს. პემ ბონდის თქმით, გამოძიების ფედერალური ბიუროს ტერორიზმთან ბრძოლის დანაყოფი გამოააშკარავებს ყველას, ვინც პოლიტიკურ ძალადობას უწევს ორგანიზებას. იუსტიციის დეპარტამენტმა ანტიფას პროტესტის მონაწილეები შესაძლოა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მუხლით გაასამართლონ. გამოძიება დაწყებულია კალიფორნიის უნივერსიტეტის წინააღმდეგაც, რომელსაც ჩარლი კირკის ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დამსწრეთა უსაფრთხოებისთვის არასაკმარისი ზომების მიღებას ედავებიან.
