ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, რადიკალური ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში კრიმინალის შემთხვევებმა იკლო. დონალდ ტრამპის თქმით, ეს არალეგალი მიგრანტების დასაჭერად მიმდინარე სპეცოპერაციის დამსახურებაა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტი და სასაზღვრო და საიმიგრაციო დაცვის ოფიცრები რეიდებს წარმატებით ატარებენ, მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები მოძალადე მემარცხენე ტერორისტების მუდმივი თავდასხმის ქვეშ არიან.
