საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
წევრებმა განიხილეს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის სახეობების პროგრამა, ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის პერსპექტივები და ზამთრის ოლიმპიადის საკითხი. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის „ოლიმპიური სოლიდარობის“ პროგრამით, ლოს-ანჯელესის 2028 წლის თამაშებისთვის მზადების ფარგლებში 6 სპორტსმენს: ლაშა ბექაურს, ეთერ ლიპარტელიანს, გიორგი სარდალაშვილს, გივი მაჭარაშვილს, ლაშა გურულს და რამაზ ზოიძეს, სტიპენდია დაენიშნა. სტიპენდიის ხანგრძლივობა სპორტსმენების მიმდინარე შედეგებზეა დამოკიდებული.
