ბრიუსელის ორმაგი სტანდარტი კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზეც
ევროკავშირი ამბობს, რომ ქვეყანამ ყველა რეკომენდაცია შეასრულა და მზად არის გაერთიანებაში გაწევრებისთვის- პარალელურად კი ვრცელდება ცნობები კორუფციული სკანდალების შესახებ. თანამდებობიდან გაათავისუფლეს იუსტიციის მინისტრი. უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს გამოძიებით, იმ ბიუროსი, რომლის გაუქმებაც ზელენკის სურდა, მტკიცდება, რომ კორუფციაში უკრაინის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. სკანდალშია გახვეული ზელენკის ახლო მეგობარი და ბიზნეს პარტნიორი თემურ მინდიჩიც, რომელმაც საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ქვეყანა დატოვა. ანტიკორუფციული ორგანოები მილიონი დოლარის მითვისებას ედავებიან ყოფილ ვიცე პრემიერს. კორუფციული საქმიანობაში, საერთო ჯამში, 8 ადამიანია ეჭვმიტანილი, აქედან 5 უკვე დააკავეს, 2 კი, მათ შორის ზელენსკის ყულაბად წოდებული მინდიჩი კი, გაქცეულია.
