ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა
გარდაიცვალა ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე. ის იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი, ასევე მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. ელდარ მდინარაძის პროდიუსერობით და სცენარით, გადაღებულია არაერთი სატელევიზიო თუ დოკუმენტური ფილმი. მიღებული აქვს კინოფესტივალ „ამირანის“ პრიზი. წელს ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიენიჭა. „ქრონიკა“ უსამძიმრებს ელდარ მდინარაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
სიუჟეტის ავტორი: შორენა კოპალეიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
