„დანერგე მომავალი“
განვითარების სააგენტოს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განცხადებების მიღება, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დაწყებულია. სახელმწიფოს თანადაფინანსება 250 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ლურჯი მოცვის შემთხვევაში კი 750 ათას ლარამდე. ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებსაც. პროგრამა ხელს უწყობს ბაღების გაშენებას, წარმოების ზრდას და მოსავლის დაზიანების რისკის შემცირებას სეტყვის დროს.
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
