საქართველო საერთაშორისო სამაშველო ქსელში
საქართველომ გაეროს საერთაშორისო საძიებო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის აკრედიტაცია მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა საერთაშორისო სამაშველო ქსელის სრულფასოვანი წევრია. დღეიდან, საქართველოს შესაძლებლობა აქვს მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო სამაშველო და ჰუმანიტარულ მისიებში, გააძლიეროს თანამშრომლობა პარტნიორ ქვეყნებთან და კიდევ უფრო განამტკიცოს საქართველოს ადგილი გლობალურ სამაშველო სივრცეში.
სიუჟეტის ავტორი: ვაკო მეზურნიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
