„სფერო ჰოლდინგის“ თაღლითური სქემა
მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლება - დაკავებულია „სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი, „სფერო ინვესტის“ დირექტორის, გიორგი მურუსიძის მიმართ კი, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. საუბარია 12 მილიონ ლარზე და ასობით დაზარალებულ მოქალაქეზე. არ არის გამორიცხული, გამოძიების მიმდინარეობისას დაზარალებულთა რაოდენობა და ზიანის მოცულობა, კიდევ უფრო გაიზარდოს. დანაშაულებრივი სქემა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და გენერალურმა პროკურატურამ გაშიფრეს.
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
