უკრაინის არმიის ხელმძღვანელი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე პოკროვსკის მიმართულებით ვითარება რთულია თუმცა კონტროლირებადი
უკრაინის არმიის ხელმძღვანელი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ ფრონტის ხაზზე პოკროვსკის მიმართულებით ვითარება რთულია თუმცა კონტროლირებადი. „ფაინენშელ თაიმსი“ კი წერს, რომ უკრაინელებმა შესაძლოა დონეცკის ოლქის ქალაქ პოკროვსკზე კონტროლი ჯარისკაცების ნაკლებობის გამო დაკარგონ. გამოცემის ცნობით, უკრაინის არმიას ათას კილომეტრიან ფრონტის ხაზზე ოკუპანტის შეტევების მოგერიებასთან ერთად სტრატეგიული მშნივნელობის პოკროვსკში ქუჩის ბრძოლების წარმოება უძნელდებათ. არმიის პირად შემადგენლობაში პრობლემები კი უკრაინელი ჯარისკაცების გადაღლილობით, დეზერტირობის მაჩვენებლის გაზრდითა და მობილიზაციის დაბალი ტემპითაა გამოწვეული.
