ამერიკის ადმინისტრაციამ შესაძლოა გაეროში რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით, კიევის მიერ წარდგენილი რეზოლუცია შეასუსტოს
ამერიკის ადმინისტრაციამ შესაძლოა გაეროში რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ოკუპაციასთან დაკავშირებით, კიევის მიერ წარდგენილი რეზოლუცია შეასუსტოს. „კიევ პოსტის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, თეთრი სახლი რეზოლუციიდან ისეთი ფორმულირებების ამოღებას ითხოვს, როგორიცაა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და რუსული აგრესია. სანაცვლოდ კი უფრო ფართო ცნების „უკრაინაში ომის“ შემოღება სურს. უკრაინული გამოცემის ცნობით, დასავლელი პარტნიორები შიშობენ, რომ თუკი რეზოლუციაში რუსეთის მიმართ ფორმულირებები შემსუბუქდება, ეს იქნება მოსკოვისთვის გზავნილი, რომ ამერიკა აღარ დგას საერთაშორისო წესრიგის დაცვის სათავეში.
