BBC-ის შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტისთვის მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიოს
BBC-ის შესაძლოა ამერიკის პრეზიდენტისთვის მილიარდი დოლარის გადახდა მოუწიოს. დონალდ ტრამპის იურისტები ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს, არასწორად დამონტაჟებული ვიდეოს გამო მიყენებული ზიანისთვის სასამართლოში ჩივილითა და მილიარდიანი კომპენსაციით ემუქრებიან. გასაჯაროვდა, პრეზიდენტ ტრამპის იურისტთა გუნდის მიერ ბრიტანული მაუწყებლისთვის გაგზავნილი სამართლებრივი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ BBC-ის მიერ ყალბი კონტენტის გავრცელების უკან ბოროტი განზრახვა იყო, რის გამოც პრეზიდენტი ტრამპი ითხოვს ცრუ, რეპუტაციის შემლახველი, დამამცირებელი და პროვოკაციული განცხადებები არხმა სრულად გაიხმოს უკან, პრეზიდენტს მოუხადოს ბოდიში და სათანადო კომპენსაცია გადაუხადოს.
