ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა
ტელეკომპანია „იმედის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, კინორეჟისორი ელდარ მდინარაძე გარდაიცვალა. ის მუშაობდა ტელეკომპანია „მე-9 არხზე“. იყო ტელეკომპანია „მზის“ გენერალური დირექტორი, ასევე იყო 70-მდე სატელევიზიო ფილმის პროდიუსერი. თავისივე სცენარით გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები. მიღებული აქვს კინო ფესტივალ „ამირანის“ პრიზი ფილმისთვის „ჩემი შემოღობილი“ და დებიუტების პირველი საკავშირო კინოფესტივალის პრიზი - საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის. წელს ელდარ მდინარაძეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. „ქრონიკა“ უსამძიმრებს ელდარ მდინარაძის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.
