განვითარების სააგენტოს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განცხადებების მიღება სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დაწყებულია
განვითარების სააგენტოს პროგრამაში „დანერგე მომავალი“ განცხადებების მიღება სააგენტოს ვებგვერდზე უკვე დაწყებულია. სახელმწიფოს თანადაფინანსება 250 ათასიდან 500 ათას ლარამდე გაიზარდა, ლურჯი მოცვის შემთხვევაში კი 750 ათასი ლარამდე. ცვლილებები შეეხო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებსაც და დაფინანსება ვრცელდება ყველა მრავალწლოვან კულტურაზე, მაქსიმუმ 50 ჰექტარზე, მხარდაჭერის წილი კი 30–40 პროცენტია. პროგრამა ხელს უწყობს ბაღების გაშენებას, წარმოების ზრდას და მოსავლის დაზიანების რისკის შემცირებას სეტყვის დროს.
