მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობას, საკუთარი ქვეყნის მტრობად აფასებს
მმართველი გუნდი ოპოზიციის მიერ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მცდელობას, საკუთარი ქვეყნის მტრობად აფასებს. მათივე თქმით, ეს არის ბოლო ბერკეტი ქართველი ხალხის შანტაჟისთვის. მხარდაჭერის არმქონე ოპოზიციური პოლიტიკური ძალები რომ დახმარებას მუდმივად უცხოეთიდან ელოდებიან, ამას „ხალხის ძალა“ აღნიშნავს. „ქართულ ოცნებაში“ კი ოპოზიციის წარსული საქმიანობიდან გამომდინარე ამბობენ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა, რომელიც მზად არის საკუთარი პოლიტიკური ინტერესების გამო საქართველოს ინეტერესები დააზიანოს.
