პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით დაამტკიცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები
პარლამენტმა მესამე მოსმენით, 85 ხმით დაამტკიცა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები. კანონპროექტის მიხედვით, ფინანსურ და სამოხელეო დანაშაულებში მსჯავრდებულებს 30 წლის განმავლობაში ფინანსური დეკლარაციების შევსება მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ადმინისტრაციული ან სისიხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.
