აჭარის პოლიციამ განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავა
აჭარის პოლიციამ განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი ერთი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, მეზობლად მცხოვრებ პირს დანის გამოყენებით, სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
