შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 31 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. მათ შორის არიან ინდოეთის, თურქეთის, კუბის, ეგვიპტის, ჩინეთის, პაკისტანის, რუსეთის, კონგოს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ნიგერიის, ტაილანდის, ქუვეითის, ისრაელისა და განას მოქალაქეები.
