"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს
"პრაიმ ტაიმის" ინფორმაციით, ოპოზიცია ნოემბრის ბოლოსთვის უცხოელ მოკავშირეებს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას სთხოვს და ბრიუსელში მაღალჩინოსნებს არწმუნებს, რომ მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებზე წნეხი შედეგს არ მოიტანს. სააგენტოსთვის ცნობილი ხდება, რომ ბრიუსელში მხოლოდ „ქართული ოცნების“ ლიდერებზე მსჯელობენ. წყაროს ცნობით, ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები შესაძლოა შეშინდნენ მათზე გარკვეული შეზღუდვების დაწესებით, მაგრამ, თავის მხრივ, ოპოზიცია არწმუნებს ევროპელ ბიუროკრატებს, რომ მხოლოდ ეს ნაბიჯი „ქართული ოცნების“ ლიდერებზე ნულოვანი შედეგის მომტანი იქნება.
