"ქრონიკის" კითხვას, გმობენ თუ არა ოთხ ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლეზე შტურმს და ხელისუფლების დამხობის მცდელობას, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები არ პასუხობენ
ისინი საქართველოში იმყოფებიან და უკვე შეხვდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და ოპოზიციის წარმომადგენლებს. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ხვალ პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდებიან.
