თბილისის საქალაქო სასამართლომ „კრისტალ ჯგუფის“ მფლობელს, ვლადიმერ სტეფანიანს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა
ადვოკატი სტეფანიანის გათავისუფლებას 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა, თუმცა, პროკურორის თქმით, სტეფანიანისგან არსებობს როგორც მოწმეებზე ზემოქმედების, ასევე მტკიცებულებების განადგურების და მიმალვის საფრთხე. პროკურატურა ვლადიმერ სტეფანიანს უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებს ედავება.
